ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ქვედში, ქვედრულასა და წედისში მდინარეების კალაპოტის წმენდა-ფორმირების, ნაპირსამაგრის, სანიაღრე არხების, წყალგამტარი მილების და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
10 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გივი ბენდიანიშვილთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ რაჭა 2005 ” ახორციელებს.