უბედური შემთხვევა სამტრედიაში – ბავშვი ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო

სამტრედიაში უბედურ შემთხვევა მოხდა –  არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.

ადგილობრივების თქმით, მეზობლის ეზოში თამაშის დროს მცირეწლოვანს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა, დედამ კი ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გარდაცვლილი იპოვა.

როგორც “რეგიონულმა კვირამ გაარკვია, მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის დეტალებს იკვლევენ.

ოჯახს საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში 2019 წელს კახა კალაძემ შეუძინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები