ხვალიდან “სინოფარმის” მეორე დოზების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყება

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

სინოფარმის“ მეორე დოზებით ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობასსინოფარმის“ მეორე დოზებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები