შემცირდება თუ არა გადაადგილების შეზღუდვის დრო – თამარ გაბუნიას კომენტარი

ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა გვაქვს მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება, შემდეგ უკვე გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები