გორის მუნციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს – “გახარიას გუნდს ვუერთდებით”
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
„გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. ჩვენთვის თანამდებობა თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას. ვტოვებთ თანამდებობას. მინდა ვუთხრა მმართველ პარტიას, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და მათ გაშვებას აპირებდნენ. ჩვენ გორს და გორელებს დავეხმარებით გახარიას გუნდთან ერთად”, – განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.
მერიაში მოადგილეების გადაწყვეტილებაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ცნობისთვის, ერასტი ელიჯარაშვილი პირველი მოადგილეს თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა, ხოლო პაატა ივანიშვილი კი მოადგილედ 2019 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა.