საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 251 პირი
საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
“ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 349, „პისიარ“ ტესტით – 8 183.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო შვიდი დღის – 6,35%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 324 256 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა, 4 336 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 67 136 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 689.
კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 296 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 775 პირი.
ამასთან, 10 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.