144 აბი “სუბოქსინი” – შსს-მ აჭარაში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი: 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. დააკავეს.

“პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა”, –  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შს სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები