რამაზ სურმანიძე დღეს 88 წლის გახდებოდა

მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რამაზ სურმანიძეს, დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა.

რამაზ სურმანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა შუახევში. პროფესორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე , სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

პროფესორის მიერ განვლილი წლები დატვირთულია საზოგადოებრივი მოღვაწეობით, სამეცნიერო კვლევა-ძიებითა და შემოქმედებითი მონაგარით. ის არის, 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 77 წიგნის ავტორი.

რამაზ სურმანიძე 2020 წლის 9 ოქტომბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ბათუმში, ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები