ონში მცხოვრებ უხუცესს ქალს 105 წლის იუბილე მიულოცეს

რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მხარის რწმუნებული – გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სევაში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. “რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი ქალბატონი დოდო გძელიშვილი მოინახულეს,  დაბადებიდან 105 წლის იუბილე მიულოცეს, ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები