ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესთან“ თაკავშირებით.

მისივე თქმით, ჰესთან დაკავშირებით კვლევები გაგრძელდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფოს მოწვევით, მედიაციის პროცესში პირადად ჩაერთო.

„მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში“, – აცხადებს თურნავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები