ატენის ხეობაში სამუშაოები დილიდან განახლდა
დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები ატენის ხეობაში. ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ტექნიკით ქვა – ღორღის გატანა მიმდინარეობს. შლამისა და ნაშალისგან სუფთავდება ატენის საავტოობილო გზის ნაპირები. რაც შეეხება სავალ ნაწილს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა.
9 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, უხვი ნალექის შედეგად, მთიდან ქვა – ღორღი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა. გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ხელმძღანელობით, ადგილზე ოპერატიულად დაიწყო გაწმენდითი სამუშოები და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საავტომობილო გზის გასუფთავება მალევე მოხერხდა.