„დელტა“: 9 მაისს კახეთში რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

9 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შევიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან.

„ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 36 მმ-მდე მერყეობდა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, კახეთის რვავე რაიონში, 14:15 სთ-დან 16:19 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1247 კმ2 შეადგინა. გასროლილი იქნა 230 ერთეულამდე რაკეტა.

აქტიური სარაკეტო დამუშავების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული სეტყვასაშიში პროცესების შეკავება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები