ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
„ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს! მინდა ყველა ვეტერანს მადლობა გადავუხადო და ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ზუსტად 76 წლის წინ დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი სასტიკი ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველომ ამ ომში ასი ათასობით ადამიანი დაკარგა. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე“, – აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპანია “კარფურის” წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და პროდუქტი, ტკბილეული და ჰიგიენის საშუალებები მიუტანეს.
გორის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს წელიწადში 800 ლარს გადასცემს. აქედან 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მათ 300 ლარი გადაეცემათ.