გორის მერი ატენში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებს გაეცნო
ატენში უკვე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გზის გაწმენდა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ატენის თემში. წვიმამ მთიდან ქვა – ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ადიდებულია ხევის წყალი. შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო.