გოგი მეშველიანმა ბოლნისში მეუღლესთან ერთად უკრაინელ დეპუტატებს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისში მეუღლესთან ერთად უკრაინელ კოლეგებს უმასპინძლა.
ბოლნისს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე და ამავე კომიტეტის წევრი, მარია იონოვა მეუღლეებთან ერთად სტუმრობდა.
სტუმრებმა და მასპინძლებმა , მეგობრული ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა , რომელიც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
მახარებს, ის ფაქტი, რომ ჩვენი მეგობრები მოხიბლული დარჩნენ ნანახით.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა