კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა დღეს კაჭრეთში გაიმართება. მანამდე, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციური პარტიების წევრებმა, საკითხზე ლელოს ოფისში იმსჯელეს.

როგორ აცხადებენ, ისინი შეხვედრაზე კომისიების დაკომპლექტების პრინციპებსა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ცვლილებებთან, მათ შორის ბიულეტენის ახალ ფორმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე სამოქალაქო სექტორთან.

მათი თქმით, ეუთო-ოდირის რეკომენდაციებში ძირითადად, პოზიტიურად არის შეფასებული შემუშავებული რეფორმები და მოლოდინი აქვთ, რომ აქამდე არსებული თუ მომავალში განხორციელებული ყველა ცვლილება, თვითმმართველობის არჩევნების მაღალი ხარისხით ჩატარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები