თელავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომამდგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

“მეორე მსოფლიო ომში სქართველოდან 700000 ადამიანი წავიდა, ეს  იყო მასშტაბური გაწვევა, აქედან დაიღუპა 190, 000 სამხედრო და  110, 000 სამოქალაქო პირი. დღეს კახეთის რეგიონში 15 ვეტერანი გვყავს, რომელთა დაფასება და სათანადო ყურადღება ჩვენი ვალია”- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

“მინდა მივულოც ეს დღე ჩვენს ვეტერანებს. პანდემიიდან გამომდინარე, შეზღუდულად აღვნიშნავთ 9 მაისს. თელავის მუნიციპალიტეტში 3 ვეტერანი გვყავს და მერია ყოველთვის იჩენს სათანადო ყურადღებას ამ ადამიანების მიმართ“- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ვეტერანს, შალვა კუპატაძეს, გიორგი ივანკოს და ეკატერინე თათულაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ  ფულადი საჩუქარი გადასცა.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები