გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიაზე: პირველი ეტაპი 10-0 წააგო მისივე პარტიის ფაქტიურ თავმჯდომარესთან

ნიკა მელიას ქრონოლოგია ასეთია: ვერ დამიჭერთ – დაიჭირეს, არ გადავიხდი – გადაიხადა, არ გამოვალ – გამოდის. დასკვნა ასეთია, ნიკა მელიას რომ გმირობანა არ ეთამაშა და ეს ნაბიჯი რამდენიმე თვის წინ გადაედგა, პოლიტიკურად ნაკლებად დაზიანდებოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიას საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გამოსვლას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიას პოზიცია თავიდანვე განწირული იყო და ახლა ის ამნისტიასაც მიიღებს.

„როგორც მისი რწმენა გირაოსთან დაკავშირებით – „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ შეირყა, ასეთივე მომავალი ელოდება მის მიუღებლობას ამნისტიასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიკეთო, სწორი, კანონზომიერი ნაბიჯი და ვერც ნიკა მელია, ვერც მე და ვერც ვერავინ სხვა, ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, რადგან ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი.

ნიკა მელიას პოზიცია თავიდანვე იყო განწირული, თუმცა მან ეს არ დაიჯერა და აი, შედეგიც. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მიიღებს ამნისტიასაც.

მე მგონი, ნიკა მელიამაც აღარ იცის, ვის თამაშს თამაშობს. პირველი ეტაპი 10-0 წააგო მისივე პარტიის ფაქტიურ თავმჯდომარესთან, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, მის მიერ დაგებულ პოლიტიკურ მახეში და გამომდინარე აქედან, ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩებოდა ციხეში, თუ გამოვა, პოლიტიკურად დაზიანებული იქნება“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები