სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან, მორიგი ინციდენტი მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზთან მორიგი პროვოკაცია მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეიარაღებულმა მამაკაცმა გამყოფი ხაზი ავტომობილით გადმოკვეთა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის მთვრალი იყო და იგინებოდა, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა მომხდარი ვერ შეამჩნიეს.

სოფელ დიცში იმასაც ამბობენ, რომ ეთნიკურად ოს მამაკაცს რუსმა სამხედროებმა უკან დაბრუნებისას ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც სუს-ში “კვირას” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, თუმცა ინციდენტი ოფიციალურად არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები