ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. 

დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შხივანასტყის ფონდში უკანონოდ მოჭრეს 4 ძირი სოჭის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული, ჯამში 14 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირება სოფელ ბეთლევში მოახდინეს. სამართალდამრღვევებს,  უკანონოდ მოპოვებული მორები საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰქონდათ განთავსებული.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშიადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები