თბილისი 900, იმერეთი 162, აჭარა 105 – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში

1564 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 900, იმერეთში – 162, აჭარაში – 105, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 72, შიდა ქართლი – 52, გურია – 36სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115, კახეთი – 64მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 041, საიდანაც 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 470, აჭარაში – 493, იმერეთში – 443. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 427 – თბილისში, 332 – აჭარაში. 11 969 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 7.

სულ  6 ოქტომბრიდან – 7 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 618 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 534ადამიანი, მათ შორის თბილისში27 324 პირი,აჭარაში – 2 135, იმერეთში – 1 080″, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები