გოგი მეშველიანმა ბოლნისში უკრაინელ დეპუტატებს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისში უკრაინელ კოლეგებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ბოლნისს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებ: უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანა კლიმპუშცინცაძე და  ამავე კომიტეტის წევრ, მარია იონოვა  მეუღლეებთან ერთად სტუმრობდნენ.

სტუმრებმა და მასპინძლებმა, მეგობრული ვიზიტის ფარგლებში მოინახულე ბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურულისტორიულ ძეგლები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელიც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მეგობრები მოხიბლულნი დარჩნენ ნანახით“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები