თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეების ვაქცინაცია.
დღეს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში თეთრიწყაროს საკრებულოს თავჯდომარე – გოჩა თედორაძე ჩაერთო, რომელიც ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.