ახალციხეში ერთ-ერთ მაღაზიაში მანქანა შევარდა
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მსუბუქი მანქანა შევარდა, ჩამტვრეულია მარკეტის მინები.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი უკანა სვლაში გადართვას ცდილობდა და შემთხვევით წინ მაღალი სიჩქარით წავიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.