რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ‘’სინოფარმის’’ ვაქცინით აიცრა
სახელმწიფო რწმუნებული, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან ერთად ‘’სინოფარმის’’ ვაქცინით ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში აიცრა.
“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე. მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს’’, -განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში 40 ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.