ლაგოდეხის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინაციის პროცესში მუნიციპალიტეტის მერი და საჯარო მოხელეები ერთვებიან.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჯონდო მდივნიშვილმა გაიკეთა და მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდა.
“ვაქცინაცია ნიშნავს პანდემიის დასასრულის დასაწყისს, ჩემთვის ეს პროცესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ,მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს, რათა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარშემომყოფთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ’’ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები