შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
როგორც ტაკიძემ აცრის შემდეგ განაცხადა თავს კარგად გრძნობს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ,მ რადგან ამ ეტაპზე ვაქცინაცია ერთადერთია რასაც პანდემიის დამარცხება შეუძლია.