რიონში ნიკა ანთიძის სამძებრო სამუშაოები განახლდა – საგუბარების დაცლა დაიწყო

მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა უკვე დაიწყო.
ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ახლობლები.
როგორც მისმა მეგობრმა თქვა, შესაძლებელი იყო სამუშაოები უფრო წარმატებით განხორციელებულიყო და ძებნის დროს კომპანიას მუშაობა შეეჩერებინა.

ცნობისთვის, ნიკა ანთიძე მდინარეში ერთი თვის წინ გაუჩინდარა. გუშინ კი ოჯახის ადვოკატმა მისი ბოლო შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ის მომხდარის მიზეზზე წერდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები