რიონში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად დღეს გუმათჰესის და რიონიჰესის საგუბრები დაიცლება

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრებს დღეს წყლისგან დაცლიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლისგან დაცლა 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება.

უწყება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.

შეგახსენებთ, რომ რიონში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთიძის სამძებრო სამუშაოები 10 აპრილიდან მიმდინარეობს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები