“აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია”
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დარიცხული ქულები გაუქმდება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, ამოქმედდა.
“პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.