რუსთავი-გაჩიანის გზაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი შეეჯახნენ

რუსთავი-გაჩიანის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო.რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახნენ „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი, რომელთაგან ერთ-ერთი ლილო-რუსთავის მარშრუტს ასრულებდა და მგზავრები გადაჰყავდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ექიმები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები