გიორგი აბრამიშვილი: გთავაზობთ პლატფორმას, სადაც პროფესიონალები საზოგადოების ყველა კითხვას გასცემენ პასუხს

“გთავაზობთ პლატფორმას, სადაც რაციონალურად იქნება დიალოგი იმაზე, თუ ვის უნდა ენდოს ბიზნესი და საზოგადოება, რომ გაგრძელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. ეს არის საკონუმუკაციო პლატფორმა, სადაც მზად ვართ, რომ იყონ ყველა ტიპის ექსპერტები და პროფესიონალები, სწორედ ისინი გასცემენ პასუხს საზოგადოების ყველა კითხვას”, – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პლატფორმის შექმნის მიზანია, საზოგადოება ენერგოპროექტებთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული.

“ახალი პლატფორმის შექმნა არის გამოსავალი, ფართო საზოგადოებას ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ სექტორი, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება და ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საკითხს, მათ შორის, ეკოლოგიას. ეკოლოგიის კუთხითაც ვმუშაობთ ძალიან მაღალი სტანდარტებით და უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ზეგავლენა გარემოზე”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გიორგი აბრამიშვილმა ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივა გააჟღერა და ენერგოსფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც საზოგადოებაში გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციებმა და გარე ძალებისგან მართულმა პროცესებმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები