გიორგი აბრამიშვილი: ჰესებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების გამო ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში ძალიან შემცირდა

ჰესებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების გამო ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში ძალიან შემცირებულია. უკვე არსებული 4 მილიონის ინვესტიციაა შეჩერებული – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აბრამიშვილის თქმით, პრობლემა არა მხოლოდ ინვესტიციების შემოსვლას უშლის ხელს არამედ, ბიზნესისთვის ლიცენზიების გაცემასაც უქმნის პრობლემას.

“ეს პროცესები რაც ჰესებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საბოლოო ჯამში ბიზნესისთვის ლიცენზიების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს. ლიცენზიების გაცემა პროტესტის კარვებში არ შეიძლება, ყოვნდება პროცესი და მთავარი კითხვა რასაც ვსვამთ არის ის ვის უნდა ენდოს საზოგადოება, რომ ბიზნესმა გააგრძელოს საქმიანობა და ჩვენმა სექტორმა გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების შექმნა”, – აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები