განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი: ნამახვანის მოვლენები არის გარე ძალებისგან მართული

ჰესებთან დაკავშირებული პროცესები არის მართული, მათ შორის ნამახვანის პროექტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და იქ ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი, რომელიც მასშტაბური პროექტების მიმართ არის ქვეყანაში გარე ძალების მიერ არის მართული.

“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მთლიანად ეს პროტესტი უამრავი პროექტის მიმართ, რომელიც არის გაჩერებული, არის გარე ძალებისგან მართული და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ არის მიმართული.
ჰესებთან დაკავშირებული პროცესები არის მართული, მათ შორის ნამახვანის პროექტი, ნამახვანი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს იქ ჩვენი აზრით და ამაზე ჩვენ კიდევ დამატებით ვისაუბრებთ, კონკრეტულად იმ საკითხებზე რაც ნამახვანს შეეხება. საბოლოო ჯამში მთელი არქიტექტურა პროტესტების არის ერთი და იგივე, თავიდან დაიწყო 80 პროცენტი ლეჩხუმის იტბორება და ახლა მივიდნენ სოციალისტურ იდეამდე რომ სახელმწიფომ უნდა ააშენოს და კერძო საკუთრება არ არის მნიშვნელოვანი”,- განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები