ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე ოკუპანტები სადემარკაციო სამუშაოებს აწარმოებენ
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან გამოჩნდნენ. ქარელის მუნიციპალიტეტში ღოღეთი-თამარშენის მონაკვეთზე ოკუპანტები ახალ ხნულებს აკეთებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპანტები ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 10 მეტრით გადმოიწიეს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები იმასაც ამბობენ რომ ცოტა ხნის წინ მავთულხლართებთან რუსული სამხედრო მანქანაც გამოჩნდა.
ფაქტს ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. “ძველ ტერიტორიაზე სადაც ხნულები იყო გავლებული, იქ აქვთ სამუშაოები განახლებული. ახალ ტერიტორიას არ შეხებიან”,- აღნიშნეს უწყებაში.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.