საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა
საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა. სპეციალური რეისი თბილისში დილით შესრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ასტრაზენეკას” ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამასთანავე, გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.
ცნობისთვის, “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.