საქართველოში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა

აქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 180 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები