“მეგობრები იყვნენ, უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენ” – ახალსოფელში მამაკაცი დაჭრეს

“ეგენი იყვნენ მეგობრები, უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენ, რაზე მოხდა, არ ვიცი”, – ასე ეხმაურება ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში მცხოვრები ცოტა ხნის წინ მომხდარ დაჭრას.

ცნობილი ხდება, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის რეალური მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტები არიან მობილიზებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 19/108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები