მარტვილის სოფელ ნოღაში ახალი ბაღი შენდება
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მთაწმინდა 2007“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.
სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდ ჭყონში, ონოღიაში, ხუნწში და ლეციცხვაიეში.