შუახეველ გუნეშ ხიმშიაშვილს 103 წელი შეუსრულდა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ გუნეშ ხიმშიაშვილს 103 წელი შეუსრულდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხუცეს ქალს დაბადების დღე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვა.
მათი ინფორმაციით, ასაკთან შედარებით, უხუცესი ქალბატონი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩივის და მხნედ გამოიყურება.
გუნეშ ხიმშიაშვილს 7 შვილი, 18 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავს.