სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.
ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა.
აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები