გორიჯვრის ტაძრამდე მისასვლელი გზა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა გაწმინდა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ  სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები