პაატა იმნაძე “სინოფარმზე”: ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა
“სინოფარმის” ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძემ მედიასთან იმუნიზაციის პროცესის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
“ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება და პოლიკლინიკურ ქსელში ვაქცინაცია გაფართოვდება. რაც შეეხება თვითონ Sinopharm-ის ვაქცინას, ეს არის ძალიან გამოცდილი ვაქცინა. ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც დიდი წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეიდან Sinopharm-ით აცრა დამატებით 44 კლინიკაშია შესაძლებელი. სწორედ ჩინური მწარმოებლის ვაქცინას იკეთებენ მთავრობის და პარლამენტის წევრები, ისინი იმუნიზაციის პროცესში დღეიდან ერთვებიან. კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა და უწყების თანამშრომლებმა.