სამტრედიაში იუსტიციის სახლი შენდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თავაძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
იუსტიციის სახლის საშუალებით ადამიანები შეძლებენ ერთ სივრცეში, “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღონ საჭირო მომსახურეობა.

სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მისი პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ადგილზე გაეცნენ.

მერიის ცნობით, პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 500 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები