ოზურგეთში “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყო
დღეს ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ჩინური ვაქცინა პირველმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი სახოკიამ გაიკეთა.
დღეს ოზურგეთში “სინოფარმის” ვაქცინით 41 ადამიანი, ხოლო “ასტრაზენეკათი” 30 ადამიანი აიცრება.
აღსანიშნავია, რომ “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის მომდევნო ოთხი დღე უკვე მთლიანად დაჯავშნილია.
ასევე, აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია “ასტრაზენეკათი”, რომლითაც გურიის რეგიონში უკვე 450 ადამიანი აიცრა.