სოფელ ბადიაურში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ბადიაურში, სასაფლაოსთან მისასვლელი, 184 მეტრი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” საგარეჯოს მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან
95 712 ლარით ფინანსდება და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “კავკასავტომაგისტრალი” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში – ივნისის ბოლომდე დაასრულებს.