ხურვალეთის სასაფლაოს მიმდებარედ ინციდენტი მოხდა
ხურვალეთის სასაფლაოს მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.
არსებული ინფორმაციით, ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის მილიციის თანამშრომლებთან ერთად ნასვამი მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც ,,კვირას” სუს-ში განუცხადეს, ინციდენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
,,ინციდენტში მონაწილე პირებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთავთ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია,” – აცხადებენ სუს-ში.