სასაფლაოზე შესვლისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული ნიკა ნარსია გაათავისუფლეს

ქუთაისში, სასაფლაოზე შესვლისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული ნიკა ნარსია გაათავისუფლეს.

მოძრაობა ” საქართველოსთვის” წევრი ნიკა ნარსია დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

მისი თქმით, აღდგომას დის და მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მისივე თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები