იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება.

იუსტიციის სახლის ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 8 და 9 მაისს.

„შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად დაჯავშნისას მითითებულ დროს გამოცხადდეს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები