ქუთაისში დაკავებული აქტივისტის სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს
ქუთაისში დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი ნიკა ნარსია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მისი თანამოაზრეები და მეგობრები ქუთაისის სამხარეო პოლიციასთან იმყოფებიან და ნარსიას გათავისუფლებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი გუშინ სასაფლაოზე დააკავეს. ნიკა ნარსია მამის საფლავზე გასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილობის შემცირებისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.